ქათმის ხორცისა და კარტოფილის ღვეზელი - ცხელიც გემრიელია და ცივიც!
ქათმის ხორცისა და კარტოფილის ღვეზელი - ცხელიც გემრიელია და ცივიც!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • ფქვილი - 250 გ
  • არაჟანი - 1 ს/კ
  • კვერცხი 1
  • კარაქი - 90 გ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • კარტოფილი - 3 ცალი
  • ქათმის ფილე - 300 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი შესაწვავად
  • მწიკვი მარილი
  • სოუსისთვის:
  • არაჟანი - 50 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე - 50 მლ
  • მწიკვი მარილი
  • დაფქვილი წითელი წიწაკა
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 0.25 ჩ/კ
  • დაჭრილი მწვანილი - 1 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ფქვილი და ცივი კარაქი აკეპეთ. გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი და მარილი. მოზილეთ ელასტიკური ცომი. გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
გულსართისთვის მოხარშეთ გაფცქვნილი კარტოფილი და ხორცი. დაჭერით ორივე ინგრედიენტი წვრილ კუბიკებად.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ სულ ცოტაოდენ ზეთში.
ერთმანეთში აურიეთ კარტოფილი, ხორცი, ხახვი და მარილი.
ხელის ზამბარით ათქვიფეთ კვერცხი, არაჟანი, რძე, მარილი, წიწაკა, მუსკატის კაკალი და წმინდად დაჭრილი სასურველი მწვანილი.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ პერგამენტი. გაანაწილეთ მასზე ცომი, გაუკეთეთ მაღალი კიდეები.
მოათვსეთ ცომზე გულსართი, გაანაწილეთ და მოასხით სოუსი.
აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი.
ცომის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
გემრიელად მიირთვით!