საოცრად გემრიელი ნამცხვარი "ალუბლის შიკი" ქოქოსის ფანტელით!
საოცრად გემრიელი ნამცხვარი "ალუბლის შიკი" ქოქოსის ფანტელით!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • ფქვილი - 200 გ
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • არაჟანი - 150 გ
  • გამაფხვიერებელი - 10 გ
  • მწიკვი მარილი
  • გულსართისთვის:
  • ალუბალი - 500 გ
  • ქოქოსის ფანტელი - 1 ს/კ
  • ქოქოსის მინანქრისთვის:
  • ქოქოსის ფანტელი - 1 ჭიქა
  • არაჟანი - 300 გ
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • ვანილინი
მომზადების წესები
მომზადება:
ალუბალი გამოკურკეთ.
ცომისთვის: კვერცხი, დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით.
დაუმატეთ არაჟანი და გამაფხვიერებელი, კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად აურიეთ. ცომი უნდა იყოს სქელი, მაგრამ დასასხმელი.
ჩაასხით ცომი ფორმაში, ზემოდან დაალაგეთ ალუბლები, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
მოამზადეთ ქოქოსის მინანქარი: ჯამში ერთმანეთში შეურიეთ არაჟანი და შაქარი, დაუმატეთ ვანილინი და ქოქოსის ფანტელი.
გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან და გაანაწილეთ ქოქოსის მინანქარი.
შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ კიდევ 20-30 წუთი.
ნამცხვარი ფორმაშივე გააცივეთ.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ნამცხვარი ალუბალი მინანქარი ნანახია: 9040