დრო
45წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ხახვი - 0,5 კგ
- სტაფილო - 0,5 კგ
- ბადრიჯანი - 1 კგ
- ტკბილი წიწაკა - 1 კგ
- პომიდორი - 2 კგ
- შაქარი - 1 ს/კ
- მარილი - 1 ს/კ
- ძმარი 9% - 100 მლ
- ზეთი - 200 მლ
მომზადების წესები
მომზადება:
დაჭერით ბოსტნეული: სტაფილო, ბადრიჯანი და ხახვი – მსხვილ წრეებად, პომიდორი – კუბიკებად.
მოათავსეთ ყველა ბოსტნეული ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და მარილი, დაასხით ძმარი და ზეთი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 35-40 წუთი.
გაანაწილეთ ცხელ-ცხელი სალათა გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. არ შეფუთოთ! ისე გააცივეთ და შეინახეთ გრილ ადგილას.