ბრინჯის მობრაწულა ქათმის ხორცით, სოკოთი და ბოსტნეულით
ბრინჯის მობრაწულა ქათმის ხორცით, სოკოთი და ბოსტნეულით
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბრინჯი - 300 გ
  • ქათმის ფილე - 300 გ
  • ტკბილი წიწაკა - 2 ცალი
  • გაყინული მწვანე ბარდა - 2 ს/კ
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეითუნის ზეთი - 2-3 ს/კ
  • გახეხილი ყველი - 100 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • არაჟანი - 150 გ
მომზადების წესები
მომზადება:
მოხრაკეთ ტკბილი წიწაკა, ხახვი და ქამა სოკო, მწვანე ბარდა. ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და გააცივეთ.
ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოხრაკეთ, დაუმატეთ სანელებლები.
ყველაფერი ერთმანეთში შეურიეთ: ბრინჯი, ხორცი, სოკო და ბოსტნეული. გახეხილი ყველის ნახევარი შეურიეთ არაჟანს და კვერცხს, მოასხით ბრინჯისა და ხორცის მასას.
ღუმელის ფირფიტას წაუსვით ზეითუნის ზეთი, გადაიტანეთ ხორცის და ბრინჯის მასა, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ყველი.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი.


ტეგები:
ბრინჯი ქათმის ფილე მობრაწულა ნანახია: 13887