ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი. ცივი კარაქი (და არა გაყინული) დაჭერით კუბიკებად და ხელით ასრისეთ. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ რბილი ცომი.დააგუნდავეთ და მოათავსეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებდეთ. მოხარშული კრემისთვის ჯამში ხელის ზამბარით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილინი და სახამებელი. ჩაასხით ცივი რძე, აურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ კრემი ადუღებამდე და გამორთეთ. ცომი გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად (1/3 და 2/3). დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში. ამოუწიეთ კიდეები. ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით. დაალაგეთ ცომზე.სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ დარიჩინი. მოასხით ცხელი კრემი. ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით მსხვილ ზოლებად.გააკეთეთ ღვეზელზე ცომის ლენტებით ბადე. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთი. ზედაპირი და გვერდები უნდა მოიბრაწოს. გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!