საოცრად გემრიელი სწრაფი პიცა სოკოთი და ლორით
საოცრად გემრიელი სწრაფი პიცა სოკოთი და ლორით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 650 გ
  • საფუარი - 14 გ
  • შაქარი - 2 ჩ/კ
  • ტომატის სოუსი - 8 ს/კ
  • ხმელი ორეგანო - 2 ჩ/კ
  • ქამა სოკო - 125 გ
  • ძეხვი "სალიამი" - 50 გ
  • ლორი - 80 გ
  • პომიდორი - 75 გ
  • მოცარელა - 350 გ
  • ბაზილიკი - 10 ფოთოლი
მომზადების წესები
მომზადება:
ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი და 0,5 ჩ/კ მარილი. დაუმატეთ დაახლოებით 350 მლ თბილი წყალი და სწრაფად მოზილეთ რბილი, მაგრამ არა წებოვანი ცომი (თუ საჭიროა, დაუმატეთ მეტი ფქვილი, ან პირიქით - წყალი). მოზილეთ ცომი მაგიდაზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დააგუნდავეთ და გააჩერეთ 15 წუთ.
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ლითნის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ტომატის სოუსს შეურიეთ ორაგანო. გაყავით ცომი 4 გუნდად, გააბრტყელეთ თითოეული თხელ ფირფიტებად, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
ზემოდან მოასხით თანაბრად სოუსი, შემდეგ კი დანარჩენი ინგრედიენტები: სოკო, ლორი, სალამი, პომიდორი, დაჭრილი ყველი. შედგით პიცა ღუმელში დააცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.
გამომცხვარ ცხელ-ცხელ პიცას მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები.
ტეგები:
ლორი სოკო პიცა ნანახია: 2715