ქათმის რულეტი ფენოვან ცომში
ქათმის რულეტი ფენოვან ცომში
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • შაშხი "ბეკონი" - 4 ნაჭერი
  • პომიდვრის ჩირი - (დაკონსერვებული) 4 ცალი
  • ქორფა ქინძი - 3 ს/კ
  • ძირა - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • მზა ფენოვანი ცომი - 400 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • სეზამის მარცვლები - 2 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება
ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე. ქათმის კანგაცლილი ხორცი და ნიორი სამზარეულოს კომბაინში წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ კანგამოცლილი შაშხი, დაჭრილი პამიდორი, ქინძი და ძირა. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. შემდეგ კომბაინშივე კარგად ავურიოთ. სამუშაო ზედაპირს მცირეოდენი ფქვილი მოვაყაროთ და ზედ ცომი გავშალოთ, სიგრძეზე გავჭრათ. შუა ნაწილში გულსართის ნახევარი მოვათავსოთ,
ცომი გადავახვიოთ და ბოლოებს თავი მჭიდროდ მოვუკრათ.
რულეტი ბასრი დანით, 2,5 სმ-იან რგოლებად დავჭრათ. ცომის მეორე ნაწილითაც ასეთივე რულეტი დავამზადოთ. ნაჭრები თუნუქის ფურცელზე თანაბრად განვალაგოთ.
სამზარეულოს ფუნჯით კვერცხის გული გადავუსვათ და სეზამის მარცვლები მოვაყაროთ.
ვაცხოთ 20-25 წთ. გაოქროსფრებამდე. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
ქათმის ხორცი რულეტი ნანახია: 3909