საზამთროს ცივი და შუშხუნა კრუშონი
საზამთროს ცივი და შუშხუნა კრუშონი
დრო 2წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ გამაგრილებელი, შუშხუნა სასმლის მომზადება ძალიან მარტივია. ხილისა და შამპანურის
გარდა შეგვიძლია ლიმონიც გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

  • საზამთრო - 1 ცალი, ცივი, მოზრდილი
  • ნესვი - 1 ცალი, ცივი, პატარა
  • ატამი - 2 ცალი, ცივი
  • შამპანიური - ან სხვა ცქრიალა ღვინო, 2 ბოთლი
  • ბრენდი - 100 მლ
  • ყინულის ნატეხები
მომზადების წესები
მომზადება
საზამთროს მოვაჭრათ ზედა ნაწილი ისე, რომ ქვაბის ფორმა მიიღოს, ამოვიღოთ რბილობი,
ნახევარი დავჭყლიტოთ და წვენი გამოვწუროთ. საზამთროში ჩავაწყოთ სასურველ ნაჭრებად დაჭრილი ნესვის, ატმისა და საზამთროს რბილობი, დავასხათ საზამთროს წვენი, შამპანური, ბრენდი და დავაყაროთ ყინულები. სასურველია, რომ საზამთრო რამდენიმე საათით
მაცივარში მოვათავსოთ. ხილისა და სასმლის შეფარდება ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ჟურნალი "გემრიელი"  (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
საზამთრო ნანახია: 5892