ფორთოხლისა და ხაჭოს ნაზი ნამცხვარი ციტრუსის მკვეთრად გამოხატული გემოთი
ფორთოხლისა და ხაჭოს ნაზი ნამცხვარი ციტრუსის მკვეთრად გამოხატული გემოთი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი - 2 ცალი
  • ხაჭო - 0,8 კგ
  • კარაქი - 50 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 250 გ
  • მანის ბურღული - 6 ს/კ
  • კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 4 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
გამდნარი და გაგრილებული კარაქი შეურეთ ხაჭოსა და კვერცხს. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ 160 გ შაქარი და მანის ბურღული, დაუმატეთ 1 ს/კ სახამებელი. კვლავ ათქვიფეთ მიქსერით და გააჩერეთ 30 წუთი, რათა მანის ბურღული გაფუვდეს.
ფორთოხალი მოხარშეთ კანიანად 7-10 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გამოაცალეთ კურკები და დაჭერით.
გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში, დაუმატეთ დარჩენილი სახამებელი და შაქარი და კარგად აურიეთ.
წაუსვით ტორტის ფორმას კარაქი და მოაყარეთ მანი. გადაიტანეთ მასა ფორმაში და მოუსწორეთ ზედაპირი. ზემოდან გაანაწილეთ გატარებული ფორთოხალი.
აცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში 180 გრადუღეზე.
გამოცხობის შემდეგ გააცივეთ ნამცხვარი ფორმაშივე, შემდეგ კი გადმოიღეთ ფრთხილად და გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი ხაჭო ციტრუსი ნანახია: 2600