დრო
15წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ფქვილი - 2 ჭიქა
- კარაქი - 120 გ
- კვერცხი 2 ცალი - + 1 კვერცხის გული
- მწიკვი მარილი
- ნებისმიერი ჯემი
მომზადების წესები
მომზადება:
დარბილებულ კარაქს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ 2 კვერცხი, თანდათანობით კი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეტ მარივარში 1 საათით.
აიღეთ ცომის ნაწილი, გააბრტყელეთ თხლად (დაახლოებით 2-3 მმ სისქეზე), ჭიქით ამოჭერით წრე. ცომი ცენტრში მოათავსეთ ჯემი ის, რომ 1 სმ დატოვოთ ცომის კიდემდე, დაადეთ ცომის მეორე წრე, ოდნავ დააწექით და შეუწებეთ კიდეები, შემდეგ ჩანგლით დააწექით კიდეებზე. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 12-15 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!