წითელი და შავი მოცხარის მურაბა
წითელი და შავი მოცხარის მურაბა
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი მოცხარი - 500 გ
  • შავი მოცხარი - 500 გ
  • შაქარი - 1 კგ
  • წყალი - 0,5 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება
მოცხარი გავრეცხოთ, გავარჩიოთ და დავაყაროთ შაქარი. როცა წვენს გაუშვებს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ვაჟინი შესქელდება და კენკრა მოიხარშება. ცხელ-ცხელი მურაბა ქილებში ჩავასხათ.
მურაბა შეგვიძლია მიკროტალღურ ღუმელშიც მოვხარშოთ – შაქარარეული კენკრა მინის ან სხვა შესაბამისი ჭურჭლით შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთი ვხარშოთ და შევაგრილოთ. ეს პროცედურა კიდევ 2-ჯერ გავიმეოროთ და ქილებში ჩავასხათ.

ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
მურაბა მოცხარი ნანახია: 5093