ბადრიჯანი თხელ ფენებად დავჭრათ და მარილი მოვაყაროთ. 20 წუთში ბადრიჯნები გამდინარე წყალში გავავლოთ (არ გავწუროთ!) და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. ნიგოზი, ნიორი, შაშკვლავი და ქინძი დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა. მასას დავასხათ ძმარი და ხელით ავზილოთ. ნიგვზიანი მასა წავუსვათ ბადრიჯნებს, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და გადავკეცოთ.