ნიგვზიანი ბადრიჯანი შაშკვლავით
ნიგვზიანი ბადრიჯანი შაშკვლავით
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • გატარებული ნიგოზი - 350 გ
  • ხახვი - 2-3 თავი
  • უცხო სუნელი - 1 ს/კ
  • ყვითელი ყვავილი - 1 ს/კ
  • ქინძი - 1 კონა
  • შაშკვლავი - 1 კონა
  • ნიორი - 5 კბილი
  • ძმარი
  • მარილი და წიწაკა
  • ზეთი შესაწვავად
  • ბროწეულის მარცვლები - მოსართავად
მომზადების წესები

მომზადება
ბადრიჯანი თხელ ფენებად დავჭრათ და მარილი მოვაყაროთ. 20 წუთში ბადრიჯნები გამდინარე წყალში გავავლოთ (არ გავწუროთ!) და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. ნიგოზი, ნიორი, შაშკვლავი და ქინძი დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა. მასას დავასხათ ძმარი და ხელით ავზილოთ. ნიგვზიანი მასა წავუსვათ ბადრიჯნებს, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და გადავკეცოთ.
ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)

ტეგები:
ბადრიჯანი ნიგოზი ნანახია: 21647