6 კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ თეთრი მშრალი ღვინო და ვანილი. მასა მოვათავსოთ მინის ან მეტალის ჭურჭელში და მოვხარშოთ ორთქლის აბაზანაზე. საამისოდ პატარა ქვაბში 1/3-ზე ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. ქვაბზე დავდგათ კრემით სავსე ჯამი. წყალი ქვაბის ძირს არ უნდა ეხებოდეს. კრემს ვურიოთ, რომ არ მიიწვას. როდესაც შესქელდება, გადმოვდგათ, ჩავსახათ სასურველ ფორმებში და კარგად გავაციოთ. მზა დესერტი მივირთვათ ნუშთან ერთად.კრემის მომზადებას დასჭირდება დაახლოებით 20 წუთი, გასაციებლად კი სასურველია 2 საათით შევდგათ მაცივარში. საბაიონი შეგვიძლია მივირთვათ როგორც დესერტი და ასევე გამოვიყენოთ როგორც სოუსი ხილის სალათებისა და სხვადასხვა დესერტის მოსამზადებლად.