პამიდვრისა და კვერცხის ჩახრაკული
პამიდვრისა და კვერცხის ჩახრაკული
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პომიდორი - 3-4 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)
  • მარილი
მომზადების წესები
მომზადება:
ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული და
ნიორი. პამიდორი გავხეხოთ ან დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და დავუმატოთ
მოშუშულ ხახვს. ვადუღოთ დაახლოებით 15 წთ, პერიოდულად ვურიოთ. კვერცხები გავთქვიფოთ და დავუმატოთ სწრაფი მორევით. დავაჭრათ მწვანილები, შევაზავოთ
მარილით.

ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
კვერცხი ყველი პომიდორი ნანახია: 13568