ალუბლის უნაზესი სუფლე
ალუბლის უნაზესი სუფლე
დრო 8წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 200 გ
  • კარაქი - 25 გ
  • ნაღები 20-33% - 100 გ
  • ჟელატინი - 7 გ
  • წყალი - 35 მლ
  • ალუბალი - 250 გ
მომზადების წესები
მომზადება
ხაჭო და კარაქი გავთქვიფოთ კარგად. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ ნაღები, სანამ მყარ მასას
მივიღებთ და ეს ორი ინგრედიენტი გადავურიოთ ერთმანეთში. ჟელატინი დავალბოთ წყალში, შემდეგ დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავადნოთ, შევურიოთ ხაჭოს მასას. ალუბალი ბლენდერით დავაქუცმაცოთ და ავურიოთ სუფლეში. შეგვიძლია მთლიანი ალუბლებიც ჩავაყოლოთ ან დეკორაციისთვის გამოვიყენოთ. მზა სუფლე გავაჩეროთ
მაცივარში მთელი ღამე.
ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
დესერტი სუფლე ალუბალი ნანახია: 2862