ფორმაში ჩავდოთ ფილოს ფურცლები სათითაოდ, თან გადავუსვათ ცხიმი ფუნჯით. ფორმის გარეთ გადაშვერილი ნაწილები შეგვიძლია ჩავუკეცოთ ან სულაც ასე დავტოვოთ.ბროკოლი 2 წუთით გამოვატაროთ მარილიან მდუღარე წყალში, შემდეგ გადავწუროთ.დაჭრილი სოკო შევბრაწოთ ხახვთან ან მის გარეშექათმის ფილე კი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.ეს ყველაფერი გავანაწილოთ ცომის ზედაპირზე.მოვამზადოთ სოუსი: ხელის სათქვეფით კარგად შევურიოთ კვერცხი, ნაღები, შავი პილპილი და მწიკვი მარილი. ჩავახეხოთ ცოტა მუსკატის კაკალი. სოუსი მოვასხათ ცომზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი.თუ ყველზე ცოტაოდენ საფანელს მოვაფრქვევთ, უფრო ხრაშუნა ქერქი ექნება.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წთ, სანამ ცომი მოიბრაწება.