დრო
15წთ
ულუფა
12
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ფქვილი - 400 გ
- მშრალი საფუარი - 11 გ
- შაქარი - 2 ს/კ
- მარილი - 1 ჩ/კ
- რძე - 100 მლ
- კვერცხის გული - 3 ცალი
- ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
- წყალი - 200 მლ
- ზეთი - 200 მლ
- გულსართისთვის: - 12 ცალი ირისის კანფეტი
მომზადების წესები
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ შაქარი, დაახლოებით 100 გ ფქვილი და კარგად აურიეთ.
გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 20-30 წუთი.
ამოფუებულ მასას დაუმატეთ კვერცხის გული, თბილი რძე, მარილი, ვანილის შაქარი და დარჩენილი ფქვილი
მოზილეთ ცომი და სულ ბოლოს დაუმატეთ ზეთი. კარგად მოზილეთ.
გადააფარეთ ცომს სუფთა ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას დაახლოებით 3 საათი. უნდა მოიმატოს მასაში 2-ჯერ.
შემდეგ მოაცილეთ ცომს პატარა ნაწილები, გააბრტყელეთ ხელით, ჩაუდეთ გულში ირისის კანფეტი და მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაზე.
წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!