მარტივი ბისკვიტის კექსი კენკრითა და თეთრი შოკოლადით
მარტივი ბისკვიტის კექსი კენკრითა და თეთრი შოკოლადით
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 125 გ
  • შაქარი - 300 გ
  • კვერცხის ცილა - 10 ცალი
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • მასკარპონე - 250 გ
  • თეთრი შოკოლადი - 225 გ
  • ჟოლო - 150 გ
  • მოცხარი - 150 გ
  • კარაქი - 1 ს/კ, ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით კექსის ფორმას კარაქი. ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და 100 გ შაქარი.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მარილი და ლიმონის წვენი, ათქვიფეთ კიდევ კარგად. სათითაო კოვზით დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ შეუჩერებლად. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.
დაუმატეთ ცომში 1/3-დი შაქარშერეული ფქვილი და ფრთხილად ამოურიეთ ხელის ზამბარით. თანდათანობით დაუმატეთ დარჩენილი ფქვილიც, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ცომს.
გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ ფორმაში და მოასწორეთ. აცხვეთ ღუმელის ქვედა თაროზე 40-50 წუთი. (მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით). გააცივეთ ბისკვიტი და გადმოიღეთ ფორმიდან.
წყლის აბაზანაზე გაადნეთ მასკარპონე, სანამ თხელ მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებადმე. გააგრილეთ მინანქარი, მოასხით ბისკვიტს და მორთეთ კენკრით.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
კენკრა კექსი თეთრი შოკოლადი ნანახია: 2466