გემრიელი, სწრაფად მოსამზადებელი და სასარგებლო ხაჭოს სუფლე ვაშლითა და ქიშმიშით
გემრიელი, სწრაფად მოსამზადებელი და სასარგებლო ხაჭოს სუფლე ვაშლითა და ქიშმიშით
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
შესანიშნავი იდეა საუზმისთვის. სწრაფად მოსამზადებელი, მსუბუქი ხაჭოს სუფლე, რომელიც ძალიან უხდება ჩაის. მისი გემო ყოველდღე შეგიძლიათ შეცვალოთ სხვადასხვა ხილის დამატებით.

ინგრედიენტები

  • ქიშმიში - 50 გ
  • ვაშლი - 1 ცალი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ხაჭო - 0 %-იანი, 200 გ
  • შაქარი - 2 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება:
გახეხეთ ვაშლი, შეურიეთ  ხაჭო, წინასწარ დამდუღრული ქიშმიში და კვერცხი, კარგად აურიეთ, მოათავსეთ სილიკონის ფორმაში  და გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 5-8 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ მასას მოაყარეთ შაქრის პუდრა და თქვენი სუფლე მზად არის.
ვაშლის გარდა შეგიძლიათ დაუმატოთ ბანანიც.
გემრიელად მიირთვით

ტეგები:
ვაშლი ხაჭო სუფლე ნანახია: 3538