გიმხელთ ყველაზე პრიალა მინანქრის მომზადების საიდუმლოს
გიმხელთ ყველაზე პრიალა მინანქრის მომზადების საიდუმლოს
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
სწორად მომზადებულ მინანქარში საკუთარ ანარეკლსაც დაინახავთ.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 150 გ
  • ჟელატინი - 12 გ
  • წყალი - 75 გ
  • თეთრი შოკოლადი - 150 გ
  • შედედებული რძე - 100 გ
  • სასურველი სიროფი - გლუკოზის ან სიმინდის, 150 გ
  • საკვები საღებავი
მომზადების წესები
მომზადება:
დაალბეთ ჟელატინი წყალში.
ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ წყალი და გლუკოზის სიროფი. შეათბეთ ცეცლზე შაქრის გადმობამდე. გაწურეთ ჟელატინი და შეურიეთ შაქრის სიროფს.
თეთრი შოკოლადი დაამტვრიეთ და გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ჩაუმატეთ შედედებული რძე და წვრილი ნაკადით ჟელატინიანი სიროფიც ჩაუმატეთ.
აურიეთ და დაუმატეთ საკვები საღებავი.
სასურველია მინანქარი ხელის ბლენდერით ათქვიფოთ. შეეცადეთ, რომ მინანქარში არ გაჩნდეს ბ უშტუკები, თორემ დესერტზე ცუდად დაჯდება. დაიკავეთ ბლენდერი ვერტიკალურად და არ ამოწიოთ ძალიან მაღლა.
თუ მაინც გაჩნდა ბუშტუკები, გაატარეთ მინანქარი წვრილ საცერში, შეგიძლიათ ორჯერაც.

ტეგები:
დესერტი მინანქარი ნანახია: 57756