წითელი ტყემლის საწებელი
წითელი ტყემლის საწებელი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 2 თავი
  • ცერეცო - 1 კონა
  • ომბალო - 2 კონა
  • თესლიანი ქინძი - 2 კონა
  • წითელი ტყემალი - 2 კგ
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ტყემალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქვაბს შუამდე მოადგეს და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება და კურკა რბილობს ადვილად მოსცილდება, გადმოვდგათ და შევაგრილოთ.

ტყემალი გადავწუროთ და წვენი შევინახოთ. მოხარშული ნაყოფი გადავიტანოთ თუშფალანგზე და გავხეხოთ, თან წვენი ვამატოთ, რომ საჭირო კონსისტენცია მივცეთ. სითხეს ბოლომდე ნუ დავასხამთ, შეიძლება ძალიან გაათხელოს საწებელი. მწვანილი, ნიორი, მარილი და წიწაკა ერთად დავნაყოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ ივიღებთ. შეგვიძლია აღნიშნული პროდუქტები მარილის გარეშე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ტყემლის წვენის დამატებით ავთქვიფოთ ბლენდერში. გახეხილ ტყემალს შევურიოთ ნიორი, მარილი, წიწაკა და მწვანილები. თუ გვსურს, რომ საწებელი ზამთრისთვის შევინახოთ, მზა საწებელი წამოვადუღოთ, ქაფქაფა ჩავასხათ მდუღარეგამოვლებულ სუფთა ქილებში ან ბოთლებში და დავახუროთ სახურავი. გასტერილებას არ საჭიროებს. ქილა ან ბოთლი საწებლით პირამდე უნდა ავავსოთ და ისე დავახუროთ სახურავი.


Red Tkemali – Georgian sauce that will amaze you
ტეგები:
საწებელი ტყემალი ნანახია: 40050