დაჩურჩული ლობიო ნიგვზით
დაჩურჩული ლობიო ნიგვზით
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
დაჩურჩულ ლობიოს ახალგარჩეულ, ნედლ ლობიოს ეძახიან, რომელიც უფრო ნაზი სტრუქტურისაა და სწრაფად იხარშება.

ინგრედიენტები

  • ლობიო - დაჩურჩული, 1 კგ
  • გატარებული ნიგოზი - 1 ჭიქა
  • პრასი - 2 ღერი
  • ხახვი - 1-2 თავი
  • ნიორი 4-5 კბილი
  • უცხო სუნელი - და ხმელი ქინძი - გემოვნებით
  • ქინძი - 1 დიდი კონა
  • ოხრახუში - 1 დიდი კონა
  • შაშკვლავი - 1 კონა
  • მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 ცალი
  • მარილი და წიწაკა
  • ძმარი
მომზადების წესები
მომზადება
ლობიოს დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. 5 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი პრასი. ნიგოზს დავუმატოთ ძმარი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა, დანაყილი ნიორი და თხლად დაჭრილი ხახვი. მასა კარგად ავზილოთ. როცა ლობიო მოიხარშება, ნიგვზის მასა შევურიოით. წამოდუღებისთანავე დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
ნიგოზი ლობიო ნანახია: 7367