მომზადებატყემალს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება და ტყემალი დასკდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. ტყემალი გადავწუროთ. წვენი ცალკე შევინახოთ, დანარჩენი მასა კი თუშფალანგზე გავხეხოთ. მწვანილი, წიწაკა და ნიორი გავარჩიოთ და დავნაყოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. შეგვიძლია ასევე ბლენდერით დავაქუცმაცოთ ცოტაოდენ ტყემლის წვენთან ერთად. გახეხილ ტყემალს შევურიოთ მომზადებული სანელებლები და გავაზავოთ ტყემლის წვენით სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.რჩევაძალიან გემრიელი გამოდის სხვადასხვა ჯიშის ტყემლის საწებელი. ავარჩიოთ წითელი დაყვითელი ტყემალი, ავურიოთ და ზემოთ აღწერილი წესით მოვამზადოთ. თუ საწებლის ზამთრითვის შენახვას ვაპირებთ, მაშინ მზა საწებელი კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ დაცხელ-ცხელი ჩავსახათ ქილებში. იმისათვის, რომ არ გაფუჭდეს, შეგვიძლია 1 ლ ტყემალს 1 გ სალიცილის მჟავა დავუმატოთ.