ნაყინი კვერცხისა და ნაღების კრემით
ნაყინი კვერცხისა და ნაღების კრემით
დრო 8წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 500 მლ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 500 მლ
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • შაქარი - 300 გ
  • კვერცხის გული - 8 ცალი
მომზადების წესები
მომზადება
რძე, ნაღები, ლიმონის ცედრა და 150 გ შაქარი სქელძირიან ქვაბში საშუალო ცეცხლზე ავადუღოთ. კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან ერთად ავთქვიფოთ ისე, რომ თეთრი და კრემისებური მასა მივიღოთ. დავუმატოთ ცხელი რძე. განუწყვეტლივ ვთქვიფოთ. ჩავაბრუნოთ ქვაბში და ძალიან დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით მოდუღებამდე მივიყვანოთ (არ ადუღდეს!). ჩავასხათ ჯამში და გავაცივოთ, შემდეგ შევდგათ სასურველი ჭურჭლით საყინულეში. 1-1,5 საათში გამოვიღოთ და ავთქვიფოთ მიქსერით.
ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-3-ჯერ. შეგვიძლია მოვამზადოთ ნაყინის აპარატშიც შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. ეს იტალიური ნაყინის მთავარი რეცეპტია. ის ძალიან ნოყიერი და გემრიელია. კრემისებური კონსისტენცია აქვს.
ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)
ტეგები:
კრემი ნაყინი ნანახია: 3842