დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
შეინახე
რეცეპტი
ეს საწებელი ძალიან უხდება შემწვარ ხორცეულს, იქნება ეს ღორის,საქონლისა თუ ქათმის . ძალიან გემრიელი გამოდის ალუბლითაც.
ინგრედიენტები
- წითელი მოცხარი, გარჩეული - 500 გ
- თესლიანი ქინძი - 1 კონა
- ქონდარი - 3-4 ტოტი
- მწარე წითელი წიწაკა, თესლების გარეშე - 1 ცალი, პატარა
- მარილი
- ნიორი - 3-4 კბილი
მომზადების წესები
მწვანილები გავარჩიოთ,მოვაცილოთ ფოთლები ღეროდან. ნიორთან და წიწაკასთან ერთად დავნაყოთ, ბლენდერში დავაქუცმაცოთ ან სულაც ხელით დავჭრათ ძალიან წვრილად. აუცილებლად შევურიოთ ქინძის მწვანე თესლებიც.
მოცხარი დავჭყლიტოთ ( კარტოფილის საჭყლეტით ან ხელით) და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთით. შევურიოთ მწვანილიანი მასა,დავამატოთ მარილი. უფრო ერთგვაროვანი კონსისტენციისთვის შეგვიძლია დავაბლენდეროთ.
გაცივებული საწებელი შევინახოთ მაცივარში.
მწვანილის და ნიორ-წიწაკის რაოდენობა აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს გემოვნებაზე და შეგვიძლია შევცვალოთ რაოდენობა. თუ მთლიანი წიწაკა არ გვაქვს, მსხვილად დაფქული გამოიყენეთ.