ცხელი შოკოლადი თაფლითა და დარიჩინით
ცხელი შოკოლადი თაფლითა და დარიჩინით
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ზაფხულის შემდეგ უცებ აცივდა, ამიტომაც შეგიძლიათ გათბეთ და დატკბეთ ასე მომზადებული ცხელი შოკოლადით...

ინგრედიენტები

  • რძე - 500 მლ
  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 100 გ
  • თაფლი - 4 ს/კ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • ათქვეფილი ნაღები - ან მარშმელოუ მოსართავად
მომზადების წესები
მომზადება:
რძე, შაქარი, თაფლი და დარიჩინი აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე.
რამდენიმე წუთში დაუმატეთ დამტვრეული შავი შკოლადი.
დარიჩინი ამოიღეთ მას შემდეგ, რაც შოკოლადი მთლიანად ჩადნება მასაში.
როგორც კი შოკოლადის სასმელი ადუღდება, გადმოდგით ჯამი ცეცხლიდან.
ჩამოასხით ცხელი შოკოლადი ღრმა ფინჯნებში.
შეგიძლიათ დაუმატოთ ათქვერილი ნაღები, მარშმელოუ ან დაფქული დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნაღები ცხელი შოკოლადი ნანახია: 3198