სუპერფუმფულა ცომი - გამოდის საოცრად ნაზი ღვეზელები!
სუპერფუმფულა ცომი - გამოდის საოცრად ნაზი ღვეზელები!
დრო 1წთ
ულუფა 30
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მშრალი საფუარი - 1 შეკვრა ან ნედლი 50 გ
  • თბილი რძე - 1,5 ჭიქა
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ფქვილი - 21 ს/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ზეთი - 2/3 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
მომზადების წესები

მომზადება:
თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი და 6 ს/კ ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი თბილ ადგილას.
ოთახის ტემპერატურის კვერცხი ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად და შეურიეთ საფუვრიანი მასა.
დაუმატეთ ფქვილი, ზეთი და მოზილეთ ელასტიკური ცომი, ისეთ, რომ ხელებზე არ გეკვროდეთ.
სამუსაო მაგიდას წაუსვით ზეთი (ფქვილი არ მოაყაროთ!). გადმოიტანეთ მასზე ცომი, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 30 წუთი. ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ მოამზადოთ გულსართი.
გაყავით ცომი პატარა ულუფებად და მიეცით ღვეზელების ფორმა. გააჩერეთ კიდევ 15 წუთი.
შემდეგი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორ გსურთ, გამოაცხოთ: ტაფაზე, თუ ღუმელში. თუ ღუმელში აცხობთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული ან მაგარი ჩაის ფერი, თუ ზეთში წვავთ - არაფრის წასმა არ უნდა.
აცხვეთ ღვეზელები 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში ან შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ზომიერი რაოდენობის ზეთში.
 

ტეგები:
ღვეზელები გულსართი ნანახია: 42928