მომზადება:100 გ ცივი კარაქი დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ შაქარი, რძე და მწიკვი მარილი. დაუმატეთ ფქვილი და ხელით მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი თხლად. გადაიტანეთ ცომი გამოსაცხობ, კიდეებიან ფორმაში, გაუკეთეთ ცომს კიდეები.აცხვეთ 12-15 წუთი 180 გრადუსზე.დაამტვრიეთ 300 გ შოკოლადი ჯამში და დაუმატეთ 150 გ კარაქი.აადუღეთ ნახევარი ლიტრი ნაღები და დაუმატეთ მასში შოოლადი და კარაქი.აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.ათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, დაუმატეთ კვერცხის გული, კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ შოკოლადის მასას.დაასხით გამომცხვარ ბისკვიტს და შეაბრუნეთ ღმელში 25 წუთით.მზა ტარტი გააჩერეთ 25 წუთი გასაცივებლად.მინანქრისთვის: ჯამში ჩაყარეთ 120 გრამი დამტვრეული შოკოლადი და 10 გ კარაქი. დაასხით ცხელი ნაღები (100 გ) და აურიეთ.გაგრილებულ ტარტს მოასხით შოკოლადის მინაქნარი.გემრიელად მიირთვით!