შაქარი, ფქვილი, მანი, სოდა, ვანილი და დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში. ვაშლი გახეხეთ მსხვილად. წაუსვით კარაქი ლითონის ფირფიტას. მშრალი მასა გაყავით 4 ნაწილად. მოაყარეთ მშრალი მასის ნახევარი გამოსაცხობ ფირფიტას და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ფენად დაალაგეთ ვაშლი. შემდეგ კვლავ მშრალი მასა და ასე შემდეგ... ზედა ფენა მშრალი უნდა იყოს. სულ ზემოდან მოახეხეთ გაყინული კარაქი. შედგით ნამცხვარი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-50 წუთი. შემდეგ გააცივეთ ნამცხვარი და სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!