მომზადება:გარეცხეთ მწვანილი და გააშრეთ, მოაცალეთ კამას, მხოლოდ ფოთლები, ღერები არ გამოიყენოთ.დაარბილეთ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამის ფოთლები, მარილი გემოვნებით, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი - ყველაფერი კარგად აურიეთ.გადაიტანეთ მასა სუშის გადასახევს ფირფიტაზე "მაკისაზე", რომელზეც საკვების შესაფუთი ცელოფანი იქნება დაფენილი.მიეცით კარაქს ძეხვის ფორმა, გადაახვიეთ და შედეთ მაცივარში გასაცივებლად.გემრიელად მიირთვით!