მომზადება:თავდაპირველად მოამზადეთ ცომი: გაადნეთ მარგარინი ან კარაქი, დაუმატეთ არაჟანი.შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და სოდა. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ ცომი 20 წუთ.ამასობაში მოამზადეთ გულსართი: ქათმის ფილე მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.ქამა სოკო დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ხრაკეთ, სანამ ხახვი არ დარბილდება.შემდეგ დაუმატეთ ქათმის ფილე და კვლავ გაარძელეთ თუშვა 2-5 წუთის განმავლობაში.შემდეგ დაუმატეთ ნაღები და კვლავ ადუღეთ 5 წუთი.მზა ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.გაანაწილეთ მასზე გულსართი.გახეხეთ ყველი მსხვილად და მოაყარეთ ღვეზელს.შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.გემრიელად მიირთვით!