მომზადება: გარეცხილი ფრთები მოათავსეთ ჯამში, დაასხით სოიოს სოუსი და გააჩერეთ 5-7 წუთი. თუ გსურთ, კერძს უფრო გამოკვეთილი გემო შესძინოთ, დაუმატეთ ცოტაოდენი გახეხილი ჯანჯაფილი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ. გაახურეთ ზეთმოსხმული ტაფა, მოათავსეთ მასზე ფრთები და შეწვით 3-3 წუთი ყველა მხრიდან. იმისათვის, რომ ზეთმა შხეფები არ გაუშვას, დააფარეთ ტაფას თავსახური. დაუმატეთ დარჩენილი სოიოს სოუსი და შეწვით კიდევ 7 წუთის განმავლობაში. ახლა დაუკელით გაზს, ჩაასხით ტაფაში კოკა-კოლა და დააფარეთ თავსახური. თუშეთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხადეთ თავსახური და შეწვით ფრთები, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება ტაფიდან და არ გაიკეთებს კარამელის კანს. ძალიან სწრაფად მზადდება, ასე რომ, ყურადღებით იყავით, არ დაგეწვათ კერძი! გემრიელად მიირთვით!