ძაძიკი
ძაძიკი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე
შეინახე რეცეპტი
ძაძიკი ბერძნული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. მას მიირთმევენ როგორც ცალკე, ისე გარნირად სხვადასხვა კერძებთან.

ინგრედიენტები

  • მაწონი - 1 ლ
  • კიტრი - 1 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • კამა
  • ზეითუნის ზეთი - 4 ჩ.კ
  • მარილი
მომზადების წესები
მაწონი წინასწარ გადავიტანოთ დოლბანდჩაფენილ საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს.

კიტრი გავფცქვნათ და გავხეხოთ. ნიორი წვრილად დავჭრათ ან დავჭყლიტოთ. დაწურულ მაწონს შევურიოთ ზეთი, ნიორი, მარილი, სულ ბოლოს დავუმატოთ გახეხილი კიტრი და მოვაყაროთ კამა.
ტეგები:
მაწონი კიტრი საწებელი კამა ნანახია: 43410