ღვთაებრივი, ნაზი ბლინები მოხარშული კრემით!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბლინებისთვის:
  • ფქვილი - 200
  • რძე - 500 მლ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ზეთი - 2 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • მარილი
  • ვანილი
  • კრემისთვის:
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე - 2,5 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 70 გ
  • ქოქოსის ფანტელი - მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
ბლინებისთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გამოაცხეთ ზეთწასმულ ტაფაზე.
გადმოიტანეთ ხის დაფაზე.
მოხარშეთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. დაასხით თბილი რძე და ათქვიფეთ კარგად, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას რძეში.
დადგით ცეცხლზე და ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ მასა გასქელებამდე. ჩააგდეთ კარაქი და მოურიეთ, რომ ბოლომდე გადნეს.
გააცივეთ კრემი, გაანაწილეთ თითოეულ ბლინზე 2-3 კოვზი და გადაახვიეთ მილებად. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
კრემი ბლინები ნანახია: 46112