ვაშლატამა გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. შაქრითა და წყლით მოვამზადოთ ვაჟინი – მოვათავსოთ ჭურჭელში და ვადუღოთ, სანამ გამჭვირვალე ქაფს არ გაიკეთებს. ვაჟინის მომზადებას დიდიხხნის ხარშვა არ ჭირდება. როდესაც გაცივდება, დავასხათ სამურაბე ტაშტში მოთავსებულ ხილს და დავდგათ მთელი ღამით. დილით მურაბა დავდგათ საშუალო ცეცლხზე და დაახლობით 20-25 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ამასობაში კარგად გავრეცხოთ ქილები და სუფთა ხელსაწმენდზე პირიტ ქვემოთ დავდგათ, რომ დაიწრიტოს. როდესაც ვაჟინი ოდნავ შესქელდება, მურაბა მზადაა, დავუმატოთ ვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელცხელი მურაბით პირამდე გავავსოთ ქილები და გავუკეთოთ სახურავები.რჩევამურაბებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პლასტმასის ან ხრახნიანი სახურავებია.