მომზადება:ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შეურიეთ, მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა და შეინახეთ ცოტა ხნით მაცივარში.კრემისთვის: კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით, დაუმატეთ ხაჭო, შაქარი, მანი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ შოკოლადი და კვლავ აურიეთ.გაფცქვენილი ვაშლი გახეხეთ და მოასხით ლიმონის წვენი.დაჭრილი ნუში მოხალეთ მშრალ ტაფაზე.გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. გადაიტანეთ ფორმაში და გააბრტყელეთ ხელით. ზემოდან გაანაწილეთ ვაშლი, შემდეგ კი ხაჭოს კრემი. ბოლოს მოაყარეთ ნუში.აცხვეთ 180 გრადუსზე 50-60 წუთი.შემდეგ გამორთეთ ღუმელი, გამოაღეთ კარი და გააჩერეთ იქვე ნამცხვარი, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.კარგი იქნება, თუ მთელი ღამით მაცივარში მოათავსებთ. მეორე დღეს კი გემრიელად მიირთვით!