უგემრიელესი გუფთა ბებოს რეცეპტით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცის ფარში - 300 გ
  • კარტოფილი - 500 გ
  • მანის ბურღული - 2 ს/კ
  • ვერმიშელი - 50-100 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
საქონლის ფარშს დაუმატეთ მანის ბურღული, მარილი, წიწაკა და კარგად აურიეთ. გააკეთთ ხელით პატარა გუფთები.
ხახვი დაჭერით წვრილად. სტაფილი გახეხეთ მსხვილად. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად.
ადუღებულ წყალში (2 ლ.) ჩაყარეთ კარტოფილი, დაუამტეთ ხახვი და სტაფილო და მიიყვანეთ ადუთებამდე. დაუმატეთ მარილი, წიწაკა.. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი.
წყალი როგორც კი ადუღდება, სათითაოდ ჩაყარეთ გუფთები. ხარშეთ, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.
ბოლოს და უმატეთ ვერმიშელი და ხარშეთ 5 წუთი.
გამორთეთ წვნიანი და დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
წვნიანი საქონლის ხორცი ნანახია: 72407