ბრაუნი ზეფირით და შოკოლადის მინანქრით
ბრაუნი ზეფირით და შოკოლადის მინანქრით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • მარილი 1/4 ჩკ
  • გამდნარი კარაქი - 120 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ვანილის შაქარი - 2 ჩ/კ
  • ზეფირი - მარშმელოუ, 2 მუჭა
  • თხილი ან ნიგოზი - მოხალული, 1/2 ჭიქა
  • კაკაო - 1/4 ჭიქა
  • მინანქრისთვის :
  • გამდნარი კარაქი - 60 გ
  • კაკაო - 30 გ
  • შედედებული რძე - 60 გ
  • შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფირფიტას წაუსვით კარაქი.
ერთ ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
ცალკე ათავიფეთ კარაქი, კვერცხი და ვანილი. შემდეგ დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მოხალული თხილი ან ნიგოზი და გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ ფორმაში.
აცხვეთ 25-30 წთ-ის განმავლობაში. როგორც კი ნამცხვარი მზად იქნება, მაშინვე მოაყარეთ ზეფირი და შეაბრუნეთ ღუმელში რამდენიმე წუთით, სანამ ზეფირი არ დადნება.
შემდეგ გამოიღეთ და მოასხით შოკოლადის მინანქარი.
მინანქრის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღაბამდე, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღემდე. თან შეუჩერებლად ურიეთ. გააცივეთ და შემდეგ მოასხით ნამცხვარს.

ტეგები:
შოკოლადი დესერტი მინანქარი ნანახია: 4797