უნაზესი ღვეზელები ცხიმისა და კვერცხის გარეშე... მაიონეზით!
უნაზესი ღვეზელები ცხიმისა და კვერცხის გარეშე... მაიონეზით!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაიონეზი - 150 გ
  • მარილი 1/4 ჩკ
  • შაქარი - 3 ჩ/კ
  • მშრალი საფუარი - 8 გ ან ნედლი 25 გ
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • თბილი რძე - 1/2 ჭიქა
  • თბილი წყალი - 1/2 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
თავდაპირველად მოამზადეთ საფუვრის საფუძველი ცომისთვის. თბილი რძე შეურიეთ თბილ წყალს, დაუმატეთ საფუარი, შაქარი და 4 ს/კ ფქვილი. კარგად აურიეთ საფუვრის ბოლომდე გახდნამდე. გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 30 წუთი.
30 წუთში მოაცალეთ ცელოფანი, საფუძველი უკვე მომატებული იქნება მოცულობაში რამდენჯერმე.
დაუმატეთ მაიონესი და ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი.
მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. კვლავ გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1-1,5 საათი.
შემდეგ გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე და კიდევ კარგად ჩაზილეთ.
გაუკეთეთ ნებისმიერი, სასურველი გულსართი და გამოაცხეთ ღუმელში.!


ტეგები:
ცომი ღვეზელები ნანახია: 38986