მომზადების წესი:დაჭერით თხელ ფირფიტებად თევზის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, დაალაგეთ თევზის ზემოდან. დაასხით არაჟანი (ნაწილი) და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.მზა თევზი გადმოიღეთ სასურველ ლანგარზე. წვენი რომელიც შეწვისას გამოუშვა ჩაასხით ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ ფქვილი და დარჩენილი არაჟანი. დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.მოასხით მზა სოუსი მზა თევზს და ზემოდან გაანაწილეთ წინასწარ მოხარშული და დაჭრილი კვერცხი. გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით.გემრიელად მიირთვით.