მომზადება:კამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მანი, შაქარი, ქოქოსის ფანტელი, ვანილის შაქარი, და გამაფხვიერებელი და ყველაფერი კარგად აურიეთ.დაუმატეთ კეფირი ან მაწონი და ზეთი.კვერცხი ჩანგლით ოდნავ ათავიფეთ და დაუმატეთ ძირითად მასას.ყველაფერი კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ცომი.გამოსაცხობ ფორმას (25X25-სმ დიამეტრის) წაუსვით კარაქი.ჩაასხით ცომი, შენაჯღრიეთ ფორმა, რათა მასა თანაბრად განაწილდეს. ზემოდან დაალგაეთ ნუში (ძალიან ნუ ჩაარჭობთ). შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთი.ამ ხნის განმავლობაში მოამზადეთ სიროფი: პატარა ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და დაუმატეთ ლიმონის წვენი.დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ. შემდეგ ადუღეთ 2-3 წუთი. მზა სიროფი გააგრილეთ.გამომცხვარი ბისკვიტი ოდნავ გააგრილეთ (დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში).ბასრი დანით დაჭერით ნამცხვარი რომბებად, ისე, რომ თითოეულ ნაჭერზე იდოს ნუში.მოასხით გაგრილებული სიროფი მთელ ზედაპირზე და ბოლომდე გააცივეთ ნამცხვარი.გემრიელად მიირთვით!