ნადუღის ფუმფულა ნამცხვრები ჩაისთვის
ნადუღის ფუმფულა ნამცხვრები ჩაისთვის
დრო 45წთ
ულუფა 25
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნადუღი - 500 გ
  • კარაქი - 250 გ
  • შაქარი - 200 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 350 გ (დაახლოებით)
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი
  • ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადება
კარაქს და ნადუღს დავაყაროთ შაქარი და მსუბუქად ავთქვიფოთ. დავუმატოთ კვერცხი და
ვანილი. ნელ-ნელა ვუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მასა ხის ჯოხით შევკრათ. გადავიტანოთ დაფაზე და გადავზილოთ. ღუმელი გავაცხელოთ 170 გრადუსზე.
ცომი დავჭრათ სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებად, დავდოთ ქაღალდდაფენილ
თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 15-20 წთ. მზა ნამცხვრებს შეგვიძლია შოკოლადის
კრემი მოვასხათ.
ჟურნალი "გემრიელი" (სექტემბრის ნომერი)
ტეგები:
ნამცხვარი ნადუღი ნანახია: 6617