22 X 24 სმ დიამეტრის კექსის ფორმას წაუსვით კარაქი.სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად და დააბლენდერეთ კვერცხთან, შაქართან და ზეთთან ერთად.შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ ათქვიფეთ.გადაიტანეთ კექსის ფორმაში და აცხვეთ 45-50 წუთი. ღუმელს დროზე ადრე ნუ გამოაღებთ. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.გააცივეთ კექსი იქამდე, სანამ შოკოლადის მინანქარს მოასხამდეთ.შოკოლადის მინანქარი: ცივ რძეში გახსენით სიმინდის სახამებელი, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ გასქელებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ შეაგრილეთ და მოასხით კექსს.გემრიელად მიირთვით!