ფაფუკი სტაფილოს კექსი ჩაისთვის
+ N/A
ფაფუკი სტაფილოს კექსი ჩაისთვის
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 260 გ
  • სტაფილო - უმი, 250 გ
  • შაქარი - 250-300 გ
  • რაფინირებული ზეთი - 200 მლ
  • გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • შოკოლადის მინანქარი
  • შაქარი - 5 ს/კ
  • ცივი რძე - 1 ჭიქა
  • კაკაო - 5 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • სიმინდის სახამებელი - 1,5 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
22024 სმ დიამეტრის კექსის ფორმას წაუსვით კარაქი.
სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებად და დააბლენდერეთ კვერცხთან, შაქართან და ზეთთან ერთად.
შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კვლავ ათქვიფეთ.
გადაიტანეთ კექსის ფორმაში და აცხვეთ 45-50 წუთი. ღუმელს დროზე ადრე ნუ გამოაღებთ. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
გააცივეთ კექსი იქამდე, სანამ შოკოლადის მინანქარს მოასხამდეთ.
შოკოლადის მინანქარი: ცივ რძეში გახსენით სიმინდის სახამებელი, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ გასქელებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ შეაგრილეთ და მოასხით კექსს.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კექსი სტაფილო დესერტი ნანახია: 8618