საოცარი ცომი უგემრიელესი რულეტის გამოსაცხობად
საოცარი ცომი უგემრიელესი რულეტის გამოსაცხობად
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
დაგჭირდებათ მხოლოდ 20 წუთი და მინიმალური ინგრედიენტები, რათა ეს უგემრიელესი რულეტი გამოაცხოთ. გულსართისთვის გამოიყენეთ ნებისმიერი რამ - ვაშლის ჯემით დაწყებული ხორცის ფარშით დამთვრებული. ნებისმიერ შემთხვევაში უგემრიელესი გამოვა!

ინგრედიენტები

  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • წყალი - 1/2 ჭიქა
  • ფქვილი - 2-3 ჭიქა
  • სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და მოზილეთ მკვრივი ცომი. გაყავით შუაზე.
გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაწილი და გაანაწილეთ მასზე გულსართი (გახეხილი ვაშლი, ალუბალი, მურაბა, დარიჩინში ან მიხაკში არეული შაქარი, შედედებულ რძეში არეული გატარებული ნიგოზი, ხორცის ფარში ან ჩაშუშული კომბოსტო).
გადაახვიეთ ცომი რულეტად.
მოათავსეთ რულეტები 20-25 წუთი 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ბოლო შტრიხი: მზა რულეტს მოაყარეთ შაქრის პუდრა (თუ რა თქმა უნდა, გულსართი ტკბილია).


ტეგები:
ცომი რულეტი გულსართი ნანახია: 64485