შოკოლადის რულეტი ჟოლოთი
შოკოლადის რულეტი ჟოლოთი
დრო 1წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კაკაო - 1/4 ჭიქა
  • ფქვილი - 1/3 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • კარაქი - 4 ჩ/კ
  • შაქრის პუდრა - 1 ს/კ
  • კრემი:
  • ხაჭო - 200 გ
  • არაჟანი - 100 გ
  • ნაღები - 250 მლ
  • შაქრის პუდრა - 0,5 ჭიქა
  • ვანილი
  • ჟოლო - 200 გ
მომზადების წესები
მომზადება:
ფქვილი, კაკაო და მარილი შევურიოთ ერთმანეთს. კვერცხები გავთქვიფოთ შაქართან ერთად 5-7 წუთის განმავლობაში. შევათქვიფოთ კარაქი, შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები, ჩავასხათ ქაღალდდაფენილ ფორმაში, გამოვაცხოთ 10 წუთი. გამომცხვარ
რულეტს ზემოდან მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი, გადავიტანოთ ჩაის ტილოზე და გადავახვიოთ. დავტოვოთ ასე სრულ გაცივებამდე. ნაღები კარგად გავთქვიფოთ, შევათქვიფოთ ხაჭო, არაჟანი და შაქრის პუდრი, დავუმატოთ
ვანილი და გადავუსვათ ბისკვიტს, მოვაყაროთ ჟოლო და გადავახვიოთ. გავაცივოთ მაცივარში 1 სთ.

ჟურნალი "გემრიელი" (ოქტომბრის ნომერი)
ტეგები:
ნამცხვარი შოკოლადი ჟოლო ნანახია: 2780