ორი ერთში: ორიგინალური ტეფტელები კარტოფილის კალათებში!
ორი ერთში: ორიგინალური ტეფტელები კარტოფილის კალათებში!
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შერეული ხორცის ფარში - 300 გ
  • მოხარშული ბრინჯი - 2 ს/კ
  • კარტოფილი - 4-5 ცალი
  • ფქვილი - 1-2 ს/კ
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი 2 ცალი - (1 - კარტოფილში; 1 - ფარშში)
  • გახეხილი ყველი - 100 გ
  • მარილი და პილპილი
  • დაჭრილი ოხრახუში
  • სასურველი სანელებლები
  • ზეთი
მომზადების წესები
მომზადება:
მოხარშეთ კარტოფილი, დაუმატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, 50 გ ყველი, ფქვილი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაჭერით წვრილად ხახვი და მოხრაკეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ ხორცის ფარშს. დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და 1 კვერცხი ფარშს.
კექსების ფორმას წაუსვით ზეთი. კარტოფილის პიურე სველი ხელით ჩატკეპნეთ ფორმებში ისე, რომ გაუკეთოთ მაღალი კიდეები.
მოათავსეთ თითოეულ კარტოფილის კალათაში თითო კოვზი ხორცის ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი.
შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ხორცი ტეფტელები ნანახია: 3678