მომზადება:გულსართისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში პატარა ჯამში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააცივეთ მაცივარში 30 წუთი.ამასობაში გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.გააბრტყელეთ პურის თითოეული ნაჭერი ცომის გასაბრტყელებლით.მოათავსეთ პურის ნაჭრის ცენტრში 1 ს/კ გულსართი.დაადეთ ზედ პურის მეორე ნაჭერი. (ფრთხილად იყავით, გულსართი არ გადმოვიდეს. ძალიან ნუ დააწვებით).თუ გულსართი მაინც გადმოვიდა, დანით მოაცილეთ ზედმეტი.ღუმელის ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.ათქვიფეთ კვერცხი, რძე, ვანილის ექსტრაქტი და დარიჩინი პატარა ჯამში.ცალ-ცალკე თითოეული ტოსტი ამოავლეთ კვერცხის მასაში.მოათავსეთ 4 ტოსტი ფირფიტაზე და აცხვეთ 15-25 წუთი დაბრაწვამდე.გააგრილეთ 5-10 წუთის განმავლობაში.მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით სასურველი სიროფი.გემრიელად მიირთვით!