პელმენები ნაღების სოუსში - წვნიანი, პიკანტური და არომატული!
პელმენები ნაღების სოუსში - წვნიანი, პიკანტური და არომატული!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პელმენი - მზა, გაყინული, 400 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • წყალი - 200 მლ
  • გახეხილი ყველი - 150 გ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
გაყინული პელმენი გაანაწილეთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე.
არაჟანში აურიეთ ტომატპასტა, წყალი, მარილი და პილპილი.
მოასხით პელმენებს სოუსი და აცხვეთ 180 გრადუზე ნახევარი საათის განმავლობაში.
5 წუთით ადრე მომზადებამდე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
არაჟანი სოუსი ნანახია: 2825